როგორი ქცევა აქვს კოვიდ 19-ს და როგორ უნდა ვიცხოვროთ ახალ კორონავირუსთან ერთად - ინეტვიუ ნევროლოგ მირანდა დემურიასთან

Image

ხშირად სვამს საზოგადოება კითხვებს, როგორ უნდა ვიცხოვროთ ახალ კორონავირუსთან ერთად, აინტერესებთ, როცა ცხოვრების წესი იცვლება და ადამიანის იზოლაცია ხდება სოციალური გარემოსგან, როგორ ვიქცევით?! - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე, აფხაზეთის ხმას ნევროლოგი მირანდა დემურია პასუხობს

-  პირველ რიგში,როგორ შეაფასებდით პანდემიასთან ბრძოლაშიჯანდაცვის სიტემის მუშაობას?

-  ხარვეზების მიუხედავად საქართველოს ჯანდაცვის სისტემა სამთავრობო უწყებებთან კოორდინირებულად აკეთებს ყველაფერს კორონავირუსული ინფექციის შესაკავებლად, რაზეც საქართველოში Covid-19-ით ინფიცირებულთა და ლეტალობის (სიკვდილობის) სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანდემიასთან ბრძოლაში, თიოთოეული ადამიანის სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

ახალ კორონავირუსს არსებობის ოთხთვიანი ისტორია აქვს, მისი     ,,ქცევა“სრულად შესწავლილი არ არის. ჯერ კიდევ არ არსებობს პროფილაქტიკური თუ სამკურნალო საშუალებები. ვირუსთან ბრძოლის უმთავრესი იარაღი ამ ეტაპისთვის  სოციალური დისტანცირება და პირადი ჰიგიენის დაცვაა.

kkk.jpg

-  როგორია კორონავირუსის სიმპტომები, როგორ გავარჩიოთ პანიკით გამოწვეული სიმპტომებისგან და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

-  კორონავირუსისთვის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომებია: სხეულის ტემპერატურის მატება, მშრალი ხველა, ზოგადი სისუსტე/დაღლილობის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, გართულებულ შემთხვევებში სუნთქვის გაძნელება. უფრო იშვიათ სიმპტომებს მიეკუთხვნება თავის ან/და ყელის ტკივილი, სუნის ან/და გემოს დაკარგვა, გულისრევა, დიარეა. 

პანიკურ შეტევას ახასიათებს გახშირებული გულისცემა, ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში, ჰაერის უკმარისობა, მოხრჩობის შგრძნება, შინაგანი კანკალი, ოფლიანობა. აღნიშნულ სიმპტომებს თან ახლავს სიკვდილის შიში. როგორც წესი პანიკური შეტევა ვითარდება უეცრად, სიმპტომები განვითარებიდან ათ წუთში აღწევს პიკს და გრძელდება საშუალოდ ნახევარი საათი (შესაძლოა უფრო მეტიც). ახასიათებს განმეორებადობა, რის გამოც იმ პირებს, რომლებსაც ერთხელ მაინც ქონიათ პანიკური შეტევა, მუდმივად აქვთ შიში ახალი შეტევის განვითარების.

panikuri.jpg

არსებობს სხვადასხვა ორგანული დაავადებები (სტენოკარდია, არითმიები, ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ფილტვის ემბოლია, ფარისებრი ჯირკვლის დაავადები), რომლებსაც შეუძლიათ პანიკის შეტევების იმიტაცია. სიმპტომების გამოვლენისას ექიმის მიერ სრულყოფილად უნდა მოხდეს პაციენტის ანამნეზის შეკრება, დაინიშნოს დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის საჭირო გამოკვლევები და მიღებული შედეგების მიხედვით შემდეგ შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა.

-  ხშირად როცა ვუყურებთ ტელევიზორს და ვიღებთ ინფორმაციას კორონავირუსზე, მაყურებლის დიდ ნაწილს ეწყება ნერვული აშლილობა. როგორ უნდა დავძლიოთ პანდემიისგან გამოწვეული სტრესი.

-  საინფორმაციო საშუალებებს მოუსმინეთ დღეში ერთხელ. ნუ გაეცნობით და მით უმეტეს ნუ დაეყრდნობით არასანდო ინფორმაციას, რომელიც არ შეიცავს მტკცებით მედიცინაზე დაფუძნებულ ცნობებს. ნუ გააკეთებთ მიღებული ინფორმაციის თქვენეულ ინტეპრეტაციას, თუ რაიმე საკითხი თქვენთვის გასაგები არ არის მიმართეთ სპეციალისტს კითხვებით.

-  არის შემხვევები, როდესაცპანდემიის  პირობებში  ადამიანები თვითნებურად ინიშნავენ საძილე საშუალებებს, დამამშვიდებლებს, სტრესისი მოსახსნელ  აბებს ... რამდენად რეკომენდირებულია ასეთ დროს ექიმის რეკოემნდაციის გარეშე წამლის მიღება?

-  ექიმის რეკომენდაციის გარეშე დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, იქონიეთ სატელეფონო კონტაქტი ოჯახის ექიმთან, ნევროლოგთან, ფსიქოთერაპევტთან.

-  მითებზეც რომ ვისაუბროთ :  ხშირად ვკითხულობთ ინტერნეტში - ვირუსის დროს  ალკოჰოლის მიღებაზე, ცხელ ჩაიზე, სპირტით პირის ღრურს დამუშავებაზე - რას გვეუბნება მითები და როგორია რეალობა?

-  რათქმაუნდა ზემოთ ჩამოთვლილი მითებია, აღნიშნული მეთოდების სარგებლიანობა არ შეესაბამება რეალობას. ნუ მიმართავთ ისეთ საშუალებებს, რომელმაც შესაძლოა თქვენს ჯანმრთებას ზიანი მიაყენოს.

-  და ბოლოს, ჰარმონიულ ბალანსზეც გკითხავთ, როგორ შევინარჩუნოთ ადამინებმა სწორი ბალანსი ოთხ კედელში, თვითიზოლაციის პირობებში?

-  როცა ადამიანის იზოლაცია ხდება სოციალური გარემოსგან, სრულიად იცვლება ყოველდღიური ცხოვრების წესი, ხშირია ნეგატიური ინფორმაციის მიღება, პანიკური შეტევის განვითარების რისკი მატულობს. რეკომენდირებულია ფიზიკური ვარჯიში სახლის პირობებში, დაბალანსებული კვება, საყვარელ ადამიამებთან კონტაქტის შენარჩუნება სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით. გამოიყენეთ დრო თვითგანვითარებისთვის, სასარგებლო უნარების გამომუშავებისთვის. პანიკური შეტევის დროს ძალიან სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები: ნელა შეისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით.ეცადეთ ამოსუნთქვა ორჯერ ხანგრძლივი გახადოთ ვიდრე ჩასუნთქვა. სუნთქვისას ეცადეთ ისუნთქოთ დიაფრაგმით. გაიმეორეთ 3-4 ჯერ.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !