-
2020-04-24 19:30
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში 2 ახალი პაციენტია და მათ სიმპტომური მკურნალობა უტარდებათ.
„რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 8 პაციენტი, ახალი არ დამატებია. 3 იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, დღეს 2 რჩება კრიტიკული. ერთის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. კონტროლდება ვიტალური პარამეტრები. რაც შეეხება ორ ახალ შემთხვევას, ჩატარებული კომპიუტერული და კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, ამ ეტაპამდე მათთან არანაირი პათოლოგიური ცვლილება არ დასტურდება. აგრძელებენ დაკვირვებას და სიმპტომურ მკურნალობას“,- განაცხადა რატიანმა.