,,ჟვანიას გარდაცვალების ღამეს ბადრი პატარკაციშვილს დაურეკეს,რომ შემთხვევის ადგილზე აპირებდნენ ჟურნალისტების მიყვანას და ფრიად უხერხულ სიტუაციაში ფოტოების გადაღებას,“- წერს ,,ქრონიკა+“ რედაქტორი ელისო კილაძე ,,ფეისბუქში“.
2014 წლის 14 მარტს მოსკოვში „რუსეთის ქართველთა კავშირისა“ და „ჯავახკის“ რუსეთის დიასპორის“ ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა.
„არის ორი ვერსია: ოფიციალური და საზოგადოებაში გავრცელებული - რომ იქ გვამები მიიტანეს. გამოძიებას სრულ ნდობას ვუცხადებ და ძალიან მაინტერესებს რა დასკვნა დაიდება“ - განაცხადა ძიძიგურმა.
ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“ დაუგეგმავი ზარით ჩართულმა გოგლა ჟვანიამ ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ლევან ჩაჩუა თავდაყირა აყენებდა იმ ვერსიას, რომ ზურას გარდაცვალებამდე რამე ზიანი ჰქონდა მიყენებული, ამიტომ დააპატიმრეს ეს ადამიანი“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა "იმედის" ეთერში, გადაცემა "რეაქციაში".
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოზიციაში“ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ მის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დეტალებზე ისაუბრა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ ტვ „იმედის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ, ზოგადად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამახინჯა ზურაბ ჟვანიას საქმე.
„მათ ხელეწიფებათ ამ მასალის გასაჯაროება -ეს მათი არჩევანი იქნება. ჩვენი არჩევანი იყო ის, რაც ვფიქრობ სწორია, მიუხედავად იმისა რომ დავზიანდით, ჩვენი გადაწყვეტილება უფრო სინდისიერი იყო,“ - აცხადებს ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა.
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გადაცემა „რეაქციაში“ ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას საქმეზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ზომიერებით გამოირჩევა.
საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ „პოზიციაში“ განაცხადა, რომ გავრცელებული ფოტოების ავთენტურობის დადასტურება პროკურატურის მხრიდან ნიშნავს, რომ ეს მასალები კონფიდენციალური აღარ არის.