-
2014-03-25 03:42
ამერიკელი ჟურნალისტებისთვის იმდენად უცნაური და გასაკვირი აღმოჩნდა აშშ-ში ბოლო დროს ძალიან დიდი პოპულარობით აღზევებული „უმანკოების მეჯლისი“, რომ ამაზე მათ დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს.
„უმანკოების მეჯლისის“ წყვილი მამებისა და ქალიშვილებისგან შედგება, ამასთან, რიტუალში ერთდროულად 60-დე წყვილი მონაწილეობს და ის რომელიმე კათოლიკურ ეკლესიაში, ჯვართან ტარდება.
რიტუალის ფარგლებში გოგონები მამებს აძლევენ აღთქმას, რომ ქორწინებამდე დაიცავენ ქალწულობას და არათუ სექსუალურ კავშირსში არ შევლენ, არც კი აკოცებენ ან მოეხვევიან ბიჭებს. მამები, თავიანთ მხრივ, აღთქმას დებენ, რომ შვილის უფლებას, იყოს ქალწული ქორწინებამდე, ყველა საშუალებით დაიცავენ. „უმანკოების მეჯლისის“ მონაწილე გოგონები 12 წლისანი არიან.
როგორც „დეილი მეილი“ წერს, ეს რიტუალი აშშ-ის 50-დან 48 შტატში რეგულარულად ტარდება. რიტუალი 14 წლის წინ წარმოიშვა, თუმცა, არნახულ პოპულარობას მხოლო ახლა მიაღწია. ფიცის დადების შემდეგ გოგონები მამებისგან იღებენ ე.წ. „უმანკოების ბეჭედს“, რომელიც უნდა ატარონ ქორწილამდე. თუ ბიჭი გოგონას ამ ბეჭედს შეამჩნევს, მერე თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი, მისი შეყვარებულის კონსერვატიულობიდან გამომდინარე.
დოკუმენტური ფილმის შემქმნელებს, რომლებმაც რეალური ოჯახის წევრები გადაიღეს, პირველ რიგში, მათ აინტერესებდათ, როგორ უთავსდება მსგავსი რიტუალები თანამედროვე მსოფლიოს გიჟურ რიტმსა და ცივილიზაციას.