
მსოფლიო ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთს შეუჩერდება "დიდი რვიანის" წევრობა მანამ, სანამ არ შეიცვლის დამოკიდებულებას უკრაინასთან მიმართებაში.
ამჯერად მსოფლის წამყვანი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ივნისში სოჭში დაგეგმილი "დიდი რვიანის" სამიტი რუსეთის ნაცვლად, ბელგიაში ჩატარდება და მასში რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს, ანუ "დიდი შვიდეული" ბრიუსელში შეიკრიბება.
ამასთან, ადრე გავრცელებული ცნობა "დიდი რვიანიდან" რუსეთის გარიცხვის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება - ეს საკითხი არ განხილულა და საუბარია მხოლოდ "დიდი რვიანის" წევრის სტატუსის დროებით შეჩერებაზე რუსეთისთვის.