-
2014-03-25 12:17
„შეუცვლელი არავინაა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუცვლელია, სწორედ ის შეიცვლება ყველაზე სწრაფად“, -პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ფრაზის შემდეგ პრესა შესაცვლელ მინისტრებზე ალაპარაკდა.
გაზეთ „პრაიმტაიმის“ ვერსიით, მაია ფანჯიკიძეს ირაკლი ალასანია ჩაანაცვლებს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრს რომელიმე ქვეყანაში ელჩად გაამწესებენ. ამავე გამოცემის ვერსიით, მინისტრის პორტფელს დაემშვიდობებიან განათლებისა და კულტურის მინისტრები.
პრემიერმინისტრი დამატებითი კონკრეტიკისგან თავს იკავებს, ხოლო მინისტრთა კაბინეტის წევრები შესაძლო ცვლილებებზე კომენტარს არ აკეთებენ.