
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე და ამბობს, რომ ჰააგაში ეს საკითხი არავის წამოუწევია.
ღარიბაშვილის თქმით, ევროპაში უამრავი მაგალითი არსებობს, როცა კონკრეტული შეკითხვები გააჩნდათ ყოფილი მმართველების მიმართ. პრემიერმინისტრი კონკრეტულ მაგალითებს ასახელებს და ამბობს, რომ "როცა პროკურატურას საუბარი აქვს უმძიმეს ბრალდებებზე, ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია, ჩვენ არავისთვის დაეჭვების საბაბი არ მიგვიცია და არავინ უნდა მოგვთხოვოს ჩვენ, ვიყოთ უფრო მეტად კათოლიკეები, ვიდრე რომის პაპია".