ოქსფორდში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყეს. პირველ ორ მოხალისეს ინექცია უკვე გაუკეთეს. ისინი პირველები არიან კვლევისთვის შერჩეულ 800-ზე მეტ ადამიანს შორის.
მოგვიწევს ამ ვირუსთან კოჰაბიტაცია , - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 425-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია 5126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578 პირი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს სიმონეტა სომარუგას ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ, საგანგებო და კარანტინის წესების დარღვევასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ხელისუფლებამ დამატებითი განმარტებები უნდა გააკეთოს.
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორნავირუსით კიდევ 464 ადამიანი გარდაიცვალა. სამოქალაქო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში, მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 549 შეადგინა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც, შესაძლოა, უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნოს რეფორმების საკითხებში, უკვე დაიწყო არაფორმალური შეხვედრები ფრაქცია „სლუგა ნაროდა“-ს დეპუტატებთან და მათი დარწმუნება, მხარი დაუჭირონ მის დანიშვნას უკრაინის მთავრობაში.
საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საარჩევნო თარიღის გადადებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით საზოგადოებაში დისონანსის შეტანას ცდილობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს ითამაშოს მოსახლეობის ემოციებზე, რაც ქვეყნისთვის საზიანოა.
საქართველოს იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ეხმიანება თბილისის ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირების შემთხვევას, რომლებიც რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობენ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან დაკავშირებას და დასაბუთებული პასუხის მიღებას.