საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის ამოქმედებული სატელეფონო ცხელი ხაზი - 144 ზარების გადაჭარბებული რაოდენობის გამო გადატვირთულია. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, ცხელ ხაზზე მოქალაქეების დიდი რაოდენობა რეკავს და აქედან გამომდინარე, დიდხანს უწევთ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა. მათივე ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს აღნიშნული პრობლების აღმოფხვრისათვის.
ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, მონასტრის სასულიერო პირმა, მამა დავითმა ცეცხლსასროლი იარაღი ასევე ერთ-ერთი სასულიერო პირის წინააღმდეგ გამოიყენა, თუმცა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.
თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ; მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის დამძიმებას გამოიწვევს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა, სადაც კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხზე უნდა იმსჯელონ.
მისურის შტატმა ჩინეთის მთავრობას კორონავირუსის საფრთხის დამალვის გამო სასამართლოში უჩივლა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, კორექტირების გარეშე საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება სწორი არ არის. როგორც წერეთელმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საგანგებო მდგომარეობამ ქვეყნის მოქალაქეების
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს დაუჭერს. ამასთან, როგორც გოგიჩაიშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, უპასუხისმგებლობაა, რომ პარლამენტში მთავრობის წარმომადგენლები არ არიან და არსებულ კითხვებს არ პასუხობენ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან.
ავსტრალია მზად არის მხარი დაუჭიროს საერთაშორისო გამოძიებას კორონავირუსის წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან, გერმანიის კაცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
ეს ერთი თვე ვნახეთ სრულიად გაუაზრებელი მოქმედებები, ლეგიტიმური მიზეზის გამო, მაგრამ აბსურდული შეზღუდვები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საგანგებო მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში ხანძრებს 13 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით 45 ადამიანი ემსხვერპლა. მათივე თქმით, ამავე პერიოდში სახანძრო სამსახურმა 3417 ცეცხლის კერა ჩააქრო, ხანძრებით გამოწვეული ზარალი კი დაახლოებით 44 მილიონ აშშ დოლარს უდრის.