სომხეთში, გასული დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ქვეყანაში დადასტურებულ პაციენტთა რიცხვმა 1 808 შეადგინა.
ამასთან, სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რაოდენობა 29-მდე გაიზარდა.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 848 პაციენტი, ხოლო აქტიური შემთხვევების რაოდენობა 931-ს შეადგენს.