-
2020-04-27 13:49
დღეს, ე.წ. დეზერტირების ბაზრობასთან, მოვაჭრეებსა და ბაზრის დირექციას შორის კონფლიქტი მოხდა. მოვაჭრეების თქმით, პრემიერ-მინისტრის დაპირების მიუხედავად, დილით ბაზრობის კარები დაკეტილი დახვდათ და მათ მუშაობის საშუალება არ მიეცათ. მოვაჭრეებმა შესვლა მაინც მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და მათ ტერიტორია დაატოვებინეს.
მოვაჭრეები აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაპირება არ შეასრულა. მათივე თქმით, ეს ძირითადი შემოსავლის წყაროა და იძულებულები არიან, მუშაობა გააგრძელონ.