ლევან დავითაშვილი - სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში აგრარული ბაზრების ფუნქციონირება ეტაპობრივად განახლდება

Image

სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში აგრარული ბაზრების ფუნქციონირება ეტაპობრივად აღდგება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დავითაშვილმა აგრარული ბაზრების მუშაობის განახლებაზე ისაუბრა და სათანადო მოთხოვნებისა და რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ქვემო ქართლში გვქონდა რამდენიმე დღის წინ გარკვეული უთანხმოებები მოსახლეობასთან,  იყო ადგილზე ასეთი პრობლემები, რომელიც დარეგულირდა ადგილობრივ მწარმოებლებთან სახელმწიფოს კომუნიკაციით და ჩარევით. შედგა მყიდველებსა და გამყიდველებს შორის კავშირი და ასევე სპეციალური ფორმატის მოწყობა საბითუმო ბაზრის სახით კონკრეტულად მარნეულის მუნიციპალიტეტში.

ასევე დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ქალაქ თბილისში ეტაპობრივად მოხდება იმ აგრარული ბაზრების ფუნქციონირების აღდგენა, რომელიც ამ მომენტისთვის არ მუშაობდა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ზოგიერთი აგრარული ბაზარი მუშაობდა გაწერილი, ძალიან მკაფიო წესების დაცვით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, ბაზრები რომლებიც აკმაყოფილებენ ახალ სტანდარტებს,  კავშირში არიან სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან.

„საბოლოოდ გადაწყვეტილებას სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იღებენ ადგილზე მოქმედი შტაბები, რომლებიც თითოეულ რეგიონში გუბერნატორების ხელმძღვანელობით არის შექმნილი. ეს არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც საინტერესოა აგრარული ბაზრების ოპერატორებისთვის და ასევე მნიშვნელოვანია მოვაჭრეებისა და მყიდველებისთვის“, – განაცხდა ლევან დავითაშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !