„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, გაიზარდოს ტესტირებათა რაოდენობა, რათა შესაძლებელი გახდეს რეალური ეპიდემიოლოგიური სურათის დანახვა, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 156 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინშია 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 534 პირი.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში სადეზინფექციო ხსნარების არამიზნობრივი მოხმარების შემთხვევების ზრდაზე პასუხისმგებლობას არ იღებს და აცხადებს, რომ მისი კომენტარები ხსნარის სამკურნალოდ გამოყენებასთან დაკავშირებით მხოლოდ სარკაზმი იყო.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 109 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
ვახტან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას Covid-19-ის დიაგნოზის მქონე 7 პაციენტი დაემატა, რომელიც კლინიკაში ბოლნისიდან და შინდისიდან გადაიყვანეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საზოგადოებას მოუწოდებს, გამოიჩინონ მოთმინება იზოლაციის წესების მიმართ, ვინაიდან ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკზე იმყოფება და დაწესებული შეზღუდვების ნაადრევად შემსუბუქებამ, შესაძლოა, დაავადების გავრცელების მეორე ტალღა და მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია და მისასვლელ გზებს პოლიცია აკონტროლებს. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ საჯარო სივრცეში გადაადგილებისგან.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსის ინფექციით მოთავსებული პაციენტებიდან ორის ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 511 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მამა დავით კობაიძეს, რომელიც სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზეა დაკავებული, ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.