კორონავირუსის ეპიდემიური ტალღა საქართველოში 28 ივლისს დასრულდება - ასეთია სინგაპურელი მეცნიერების ვარაუდით.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნა უხერხულობას ქმნის.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინა ცდილობს მაღალ თანამდებობაზე ჩვენს ქვეყანაში მძიმე ბრალდებებით გასამართლებული ადამიანი დანიშნოს მაშინ, როდესაც საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან.
„ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა არ არის ლამაზი. მინიმუმ უხერხულობას ქმნის, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, საქართველო-უკრაინა და ისინი ცდილობენ მაღალ თანადებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოში არის გასამართლებული, ძალიან მძიმე ბრალდებებით“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მთავრობა რამდენიმე დღეში წარუდგენს პარლამენტს პენსიის ინდექსირების წესის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლის მიხედვითაც 70 წლამდე პენსიონერების პენსია ყოველწლიურად გარანტირებულად მინიმუმ 20, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის მინიმუმ 25 ლარით გაიზრდება. მინისტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე განმარტა თუ რას გულისხმობს პენსიის ინდექსაცია და ამასთან აღნიშნა, რომ ძალაშია პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსიის 30 ლარით მატება.
„ბოლო 3 კვირაში გაიზარდა მულტისისტემური ანთებითი მდგომარეობის შემთხვევები ბავშვებში, რომლებსაც ინტენსიური თერაპია სჭირდებათ". - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის, რომ ქვეყანაში კორონავირუსით სულ 6 ადამიანია გარდაცვლილი, მიუთითებს, რომ საქართველოში მკურნალობისა და პაციენტების მოვლის ტაქტიკა სწორია.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. 62 წლის მამაკაცი წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია. მას ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, რის შემდეგაც ე.წ. ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ვირუსი დაუდასტურდა.
ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, რომელთა უმრავლესობა ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვისა და ინფექციის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, მსგავსი აგრარული ბაზრები ფუნქციონირების გაგრძელებას ვერ შეძლებენ,- ამის შესახებ დღეს გამართულ უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე აღინიშნა.
ჯანდაცვის მინისტრი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რეგიონებში, სადაც ექიმები დაინფიცირდნენ, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაა.
საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, ჩვენ მივაღწიეთ ერთობლივი ღონისძიებებით იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა სამომავლოდ არ გაიზრდება.
კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები - მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები - როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებაში, რომ ამ შემთხვევაში მოხდეს მათი დეტალური შესწავლა და არ მოხდეს შემთხვევით ინფექციის გავრცელება“, - განაცხადა ტიკარაძემ.