საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ გვერდზეა განთავსებული.ამავე ინფორმაციით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 566-ს შედგენს. გამოჯანმრთელებულია 207 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია - 5320 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს - 3 მოქალაქელ.
აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 1854-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 50 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ქვეყნის ოპერატიული შტაბი იუწყება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის შეფასებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმება გამართლებული არ იქნებოდა. ამის შესახებ მაია მიმინოშვილმა განაცხადა.
პირველი მარტის შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსით ათობით ჟურნალისტი გარდაიცვალა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign-ი ავრცელებს.
ბოლო დროს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც მანამდე ლუგარის ცენტრის სამეცნიერო მიღწევები და მისი უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს დაფასებას და მადლიერებას იმსახურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სოფელ ყანდაურაში, დედის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.
ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია უკრაინის პრეზიდენტისადმი ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიმართვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წერილში აქცენტები არასწორადაა დასმული.
სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს, ჩამოყალიბდა სააკაშვილის რაღაც კლასტერი, რომელიც ორინტირებულია დესტრუქციაზე და ყველა მათი გამონათქვამი მიმართულია სწორედ ამისაკენ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეფასებებს.
ვფიქრობ, რომ ჩვენი ანტიკრიზისული გეგმით და ზოგადად ჩვენი მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებებით, თუ როგორ წარმატებით ვუმკლავდებით კორონავირუსს და როგორ წარმატებით დავიწყეთ ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება, ბევრი სათქმელი არ დავუტოვეთ ოპოზიციას. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკის მხარდამჭერი გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1923 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1923 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2060 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0137 შეადგინა.