თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის სექტემბერში, ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობისა და ორი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, - აღნიშნულის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.
პარტია „ქართული ოცნების“ აღასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ფასილიტატორ ელჩებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს.
"ნაციონალური მოძრაობა", მისი დანაყოფები და პრორუსული სატელიტები შეთანხმებაზე მითითებით, საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ, სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას მისცეს დავალება პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული სამი პირი - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში, უკრაინას საქართველოსთან კარგი ურთიერთობა ექნება.
ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია რეფორმების დარგში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ადეიშვილი ასევე წინა გენერალური პროკურორის მრჩეველიც იყო.
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას თეთრიწყაროდან ერთი ახალი პაციენტი დაემატა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3-ით გაიზარდა და 638 გახდა.ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებულ კრიტიკულ პაციენტთან უკვე მეორე დღეა მდგომარეობის სტაბილიზირება მიღებულია, თუმცა პროგნოზზე ლაპარაკი ნაადრევია.
ყველა ფაქტი და დოკუმენტი მათ შორის, თავად შეთანხმების ტექსტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემის საკითხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში პატიმრების გათავისუფლების საკითხი არ დამდგარა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ექიმების დაინფიცირების შემთხვევები 72-მდე გაიზარდა. მისი შეფასებით, საქართველოს მასშტაბებისთვის ეს შესაძლოა ცოტა არ იყოს, მაგრამ ევროპის ქვეყნებთან შედარებით ეს მაჩვენებელი მიზერულია.