ირაკლი ვაჭარაძე დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობის ფაქტსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ უამრავი შეკითხვა არსებობს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი ამ შეკითხვებს აყალიბებს და „ფეისბუქზე“ აქვეყნებს.
ვაკეში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „კურიერის“ ინფორმაციით, ლაშა მახარაძეს ღამის საათებში შავი, "მერსედესის" მარკის ჯიპი მიუახლოვდა და, როგორც თვითმხილველი ჰყვება, მანქანას რუსული სანომრე ნიშანი ჰქონდა.
აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელი, კონტრ-ადმირალი ჯონ კირბი აცხადებს, რომ აშშ-ის მონაცემებით, უკრაინა-რუსეთის საზღვართან 10.000-ზე მეტი რუსი სამხედროა თავმოყრილი.
რუსეთი და მის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რეგიონში "ნატოს მსგავსი და მისი საწინაარმდეგო სამხედრო ბლოკის" შექმნას გეგმავენ. მოლაპარაკების წარმართვის ფაქტს აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ადასტურებს.
ISIS-ის (ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო) ბოევიკები კავკასიაში ომის დაწყებით იმუქრებიან - მუქარის შემცველი ვიდეო ვებგვერდზე წუხელ, გვიან ღამით განთავსდა.
ISIS-ის (ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო) მეორე ამერიკელ ჟურნალისტს სტივენ სოტლოფს მოჰკვეთეს თავი. მასთან ერთად სიკვდილით კიდევ ექვსი მძევალი დასაჯეს. სოტლოფი Time-ს ჟურნალისტი იყო.
ირაკლი ვაჭარაძე წერს, რომ დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობის შემდეგ, მის ხელთ არსებული ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ოჯახს დამამცირებელი ე.წ. გამოკვლევის ჩატარებას სთავაზობს.
კრიმინალური სამყაროს თვალსაჩინო ავტორიტეტმა, 57 წლის ზუგდიდელმა "კანონიერმა ქურდმა" როლანდ გეგეჭკორმა ვაჟიშვილის "ქურდად მონათვლაში" მიიღო მონაწილეობა.
მოსკოვში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი რობინზონ არაბული დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, არაბული ნარკოტიკული ნივთიერების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მას ჩხრეკის დროს ჰეროინის ფხვნილიც აღმოუჩინეს.
ვლადიმირ პუტინის უმარავი შეხვედიდან ერთერთის ამსახველი ვიდეორგოლი ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მასზე პუტინი სახელმწიფო მოხელეებთან ერთად რუს სასულერო პირებსაც ხვდება, სადაც სიურპრიზი ელოდება.