
ბათუმგორაზე პოლიციის ,,პიკაპის“ ტიპის ავტომანქანაში, პოლიციელი მანქანის რუპორში უშვერი სიტყვებით იგინებოდა.
,,ერთ-ერთი პოლიციელი, რომელსაც ლურჯი პერანგი ეცვა და საშინლად მთვარალი იყო, მანქანიდან გადმოვიდა, ხელში იარაღი ეჭირა და ხმამაღლა გაიძახოდა, რომ შაკოა კასპიდან, ბათუმის მეოთხე სამმართველოს უფროსი“, - ამბობს "ბათუმელებთან" საუბრისას თვითმხილველი.
მისი თქმით, პოლიციის თამაშრომლები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. ,,ბათუმელები“ აქვეყნებს ორ ფოტოს შემთხვევის ადგილიდან, ერთში ჩანს ავტომობილის სახელმწიფო ნომერი, მეორე კი საკმაოდ უცნაური ფოტოა, კადრში ჩანს პოლიციის ავტომობილში წინა სავარძელზე მოთავსებული ფანდური.
ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილია, რომელსაც ,,ბათუმელებიდან“ დაუკავშირდნენ და მან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ზუგდიდში იმყოფება, ბათუმგორაზე კი არ ყოფილა.
გამოცემამ შს სამინისტროს მიმართა და სთხოვა გადაემოწმებინათ, ვინ მართავს შს სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით CIC 221, სად იმყოფებოდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების უფროსი შალვა (შაკო) ჯანიყაშვილი, ასრულებდა თუ არა ის დღეს სამსახურეობრივ მოვალეობას ბთუმში?
რაზეც გამოცემამ მიიღო პასუხი , რომ ფაქტთან დაკავშრებით გენერალურმა ინსპექცამ მოკვლევა დაწყო.