დღეს უჩვეულო 26 მაისია, საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 732 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11- ით გაიზარდა და 537 გახდა.
ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრალდება სასამართლოში არ დადასტურდება, ისინი სპორტსმენის შელახული რეპუტაციის აღდგენისთვის სამართლებრივ დავას დაიწყებენ.
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ლუკაშენკო მიესალმება საქართელო-ბელარუსის მაღალი დონის ურთიერთობებს.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც დიპლომატი საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოსა და აშშ-ს მტკიცე მეგობრობა აკავშირებს, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება-თავისუფლებას, დემოკრატიას, ტოლერანტობასა და დაუღალავ შრომას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის საქართველოს ეროვნული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა.
დღეს, 26 მაისს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადებიდან 81 წელი სრულდება.
ესპანეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო გუტიერეს ლიმონესი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.