გასულ კვირას სამართალდამცავების მიერ გახსნილი ხმაურიანი საქმის მონაწილე იოსებ გიორხელიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან“გატაცების დეტალებზე ყვება.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთთან ინტეგრაციის ხელშეკრულების დადების შესახებ განაცხადა, ქართულ პოლიტიკურ წრეებში ფიქრობენ, დიალოგის რა ფორმატში უნდა გადავიდეს ორი ქვეყნის ურთიერთობა.
ლიტერატორი გია გოკიელი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აღწერს, რა ხდებოდა თელავში, ფესტივალის დასკვნით დღეს საკონცერტო დარბაზში და მის გარეთ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი თაობა", რომელმაც პირველი აქცია "თავისუფალი ზონის" ოფისთან გამართა, შემდეგ კი აქტივისტები "თავისუფალი ზონის" ოფისში შეიჭრნენ, ახალ აქციას აანონსებს.
პირი, რომელმაც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა და ხელჩართული ჩხუბი გამოიწვია, ახალგაზრდა პოეტი ბიჭი ივანიშვილია.
შსს-ს საგანგებო განცხადების მიხედვით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან ჩატარებული აქცია “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის უხეში დარღვევით მიმდინარეობდა.
ვასიკო ოდიშვილმა თავის იუმორისტულ გადაცემაში რუსეთის მიმართ საქართველოს პრემიერმინისტრის დამოკიდებულება და განცხადებები მიმოიხილა და პრემიერს "არ დაიჯერებ" უმღერა.
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებულები ხელწერილით არ გაათავისუფლეს და დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. გვიან ღამით მათთან ადვოკატები შეუშვეს.
შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ სტოკჰოლმის არქიპელაგთან წყალქვეშა ნავის აქტივობა შენიშნეს. ამის შესახებ "ტვიტერზე" კარლ ბილდტი წერს. ამას ადასტურებს ვიდეომასალა, სადაც თავდაცვის წარმომადგენელია გადაღებული.