-
2014-10-23 13:54
პოეტად ცნობილი რეზო ამაშუკელი სიძულვილის ენაზე საუბარს ისევ აგრძელებს და ამჯერად მის ავისმოსურნეებს "მუცელში თითო "აბოიმა" ტყვიით ემუქრება". ამაშუკელმა ინტერვიუ ამჯერად "ალიას" მისცა.
ამაშუკელი ამბობს, რომ სახლიდან გამოიყვანს და არაფერს შეარჩენს ლევან თარხნიშვილს, გივი თარგამაძეს, დავით ზურაბიშვილს... ამ სიაში ხვდება პარლამენტის თავმჯდომარეც, რომელსაც ამაშუკელი "ბანაკიდან გამოქცეულ პიონერს" უწოდებს.
ამაშუკელი თქმით, მას მთელი საქართველო ურეკავს და ეუბნება, რომ წინ გაუძღვეს და ასეც გააკეთებს, თუ მთავრობა არ იზამს იმას, რაც უნდა გააკეთოს. მისივე თქმით, შიგადაშიგ ემუქრებიან კიდეც:
„დიახ, დიახ, მემუქრებიან, მაგათ ჰგონიათ გამოვალ და ავტეხ წივილ-კივილს , მაგრამ ვერ ეღირსებიან. სააკაშვილივით გოგლიმოგლით კი არ ვარ გაზრდილი , ქუჩაც ვიცი და ყველაფერიც და სანამ პირს გააღებენ , თითო „აბოიმას“ მიიღებენ მუცელში ეგ ნაბოზვრები!“,- განაცხდა ამაშუკელმა „ალიასთან“ ინტერვიუში .