ლარი დოლართან მიმართებით უკვე ორი დღეა, მყარდება. "ეროვნული ბანკის" ბოლო მონაცემებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებით დღესაც გამყარდა და 1.92 შეადგინა.
10 დეკემბერს, 20.00 სთ-ზე, რუსთაველის თეატრში საქველმოქმედო ფონდი „დაცული საზოგადოება“ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.
წინა დღეებთან შედარებით დღეს უკვე გამყარებული ლარის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ექსპერტი რომან გოცირიძე წერს და აცხადებს, რომ სებ-მა ნოემბრის ბოლოს 40 მილიონი დოლარი გაყიდა, რათა ლარი არ გაქცეოდა.
"მე პირობას გაძლევთ, რომ არცერთი მინისტრი აღარ შეიცვლება, შიდა გადაადგილება ამ ეტაპზე დავასრულეთ", - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, როცა ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა.
თბილისში პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა რუსი მომღერალი გრიგორი ლეპსი თავისი დაცვის ან კონცერტის ორგანიზატორების ხელით ჟურნალისტებთან კონფლიქტში ჩაერთო.
საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის დამსახურებაა, რომ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, აფხაზებთან გართულებული ურთიერთობის ფონზე, აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის საშუალებით მოხდა 30 გმირის გადმოსვენება,-ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბაბუშარის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი ოთხი ქართველი ჯარისკაცის დაკრძალვის ცერემონიალზე განაცხადა.
ბაბუშარის აეროპორტში დაღუპული ოთხი ქართველი მებრძოლი, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ- პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მთავრობის სხვა წევრები.
რამდენიმე დღე და ახალი წელი კარზე მოაკაკუნებს. ნებისმიერი ჩვენთაგანი ახალი წლისგან რაღაც ჯადოსნურს, ზღაპრულს და სახალისოს ელოდება.