-
2014-12-13 03:50
„რუსთავი-2“-ის იუმორისტულ გადაცემაში ჯგუფი „41ა“ მაყურებლის წინაშე წარსდგა „მთაწმინდის მთვარის“ პერიფრაზირებული ვარიანტით, რომელსაც „სოლოლაკის მთვარე“ დაარქვა. ლექსი ბიძინა ივანიშვილის პაროდისტმა წაიკითხა.
სოლოლაკის მთვარე
„ჯერ არასდროს არ ყოფილა ლარი ასე მყარი
მალე ოც თეთრად იმგზავრებს პოლიტპატიმარი,
მერე რა,რომ პროდუქტები ასე ძვირად ფასობს
ასე ჩუმი,ასე წყნარი ხალხი მე მე მახსოვს.
არც მერი არ დამინიშნავს მე ჯერ ასე წყნარი,
მერე რა,რომ ზუგდიდელი და მეგრელი არი.
საცობებში გახვეული მილიონ ხეს დარგავს,
ბუნჩულა და მორჩილია - მარგველაშვილს არ ჰგავს.
მთვარე თითქოს "კარფურია", შუქთა მკრთალი მძივით,
დაპირებებს აგისრულებთ, ოღონდ სიზმარივით.
ხალხმა მთხოვა-აქ დარჩიო, ტბის სევდიან გედად,
მაგათ ტვინში ცალი თვალით ნეტავ ჩამახედა.
აქ ჩემს ახლოს,იპოთეკარს სძინავს მეფურ ძილით,
ბანკმა სახლი წაართვა და მე მომადგა დილით.
შარდენი და „ბუდა ბარი“ მოსჩანს მხიარული,
სააკაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული.
ამ ადგილებს ავითვისებ, გეგმები მაქვს დიდი;
მომაშორეთ ეს დოქები და მშვიდობის ხიდი!
იქ ვახტანგის ძეგლი მოსჩანს-აღარ მახსოვს გვარი,
ჩანს მეტეხი და მდინარე, თუ არ ვცდები-მტკვარი.
თეა დარჩა მინისტრად და ფოფხაძე კი-გედად,
მერე ალასას თვალებში ვეღარ ჩაიხედა;
ბესელიამ დაამტკიცა თავის კანონები
და გაშალა ფოთის პორტში ლურჯი იალქნები.
დღისით,მზისით სასიკეთო ხდება ბევრი რამე,
მერე უკვე აღარ ვიცი, რადგან მძინავს ღამე.
გავყინე და გავაჩერე მიშას პროქტები
რომ მეფე ვარ, ოლიგარქი, და სიცილით ვკვდები.
კიდევ ბევრჯერ აჟღერდება მოქალაქის ქნარი,
ჯერ არასდროს არ ყოფილა ხალხი ასე წყნარი...“