
ნოვოაზოვსკთან პარტიზანებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფებს შეუტიეს, რის შედეგადაც ოთხი რუსი ჯარისკაცი მოკლეს და რვა დაჭრეს.
ამის შესახებ უკრაინელი უპილოტო საფრენი აპარატების კონსტრუქტორთა ჯგუფის კოორდინატორმა ალექს ნოიტმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.
აღსანიშნავია, რომ რუს გენერალზე დაყრდნობით რუსულ პრესაშიც გავრცელდა ცნობა, თითქოს ნოვოაზოვსკთან დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გახსნეს.
რაც შეეხება ალექს ნოიტის ცნობას, მისი ინფორმაციით, განადგურებულთა შორისაა კავშირგაბმულობის ოფიცერიც.