უკრაინის ქალაქ მარიუპოლის საცხოვრებელი ზონის დაბომბვის დაწყება ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორმა გადაიღო. ერთ მათგანზე უშუალოდ დაბომბვის დაწყების მომენტია გადაღებული, მეორეზე კი ჭურვი პირდაპირ ვიდეორეგისტრატორიანი მანქანის წინ ფეთქდება და წინ მიმავალი "გაზ ელ"-ის კაბინას ხვდება.
„აფხაზეთის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, რომელიც თვითმხილველის ცნობასა და გადაღებულ ფოტოებს ეყრდნობა, თბილისში, სასტუმრო „რედისონთან“, დაახლოებით 40 წუთის წინ პოლიციელი სცემეს.
26 იანვარს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბექა წიქარიშვილის საქმის განხილვა ჩაინიშნა. ამასთან დაკავშირებით "ფეისბუქში" რეგისტრირებულ ბექა წიქარიშვილის მხარდამჭერ გვერდზე "ბექა კრიმინალი არ არის" გამოქვეყნებულ ჩანაწერს გთავაზობთ:
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, თითოეული ის პოლიციელი, რომელზეც იყო პრეტენზია, თანამდებობაზე დაინიშნენ ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის და ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე არ გამორიცხავს, რომ საკადრო ცვლილებები მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პოსტსაც შეეხოს.
ბერლინში მცხოვრები გიორგი ნებიერიძე ფოტოგრაფიით არის გატაცებული და ხშირად მართავს ფოტოგამოფენებს.
საარტილერიო დანადგარ "გრადიდან" მე-9 და მე-10 ბლოკპოსტის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვას მარიუპოლში მსხვერპლი მოჰყვა: დანგრეულია ორი ცხრასართულიანი სახლი, ჭურვი ბაზარში ჩამოვარდა. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ დაასახელა მთავარი მოწმის ადგილსამყოფელი და მის დასაცავად შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს.
„ქრონიკა+“-ის რედაქტორის ელისო კილაძის თქმით, ჭიკაიძე იყო ფიგურა, რომელიც შერჩეული იყო მხოლოდ ერთადერთი ნიშნით, ის იყო პრემიერის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის მოადგილე.
„თითქოს, ტელევიზიებს პირდაპირ არავინ ერჩის. არადა, "ჩამოიშალა" მთელი სატელევიზიო სივრცე. საითაც გაიქცევი, იქით წაიქცევი“, - მედიაექსპერტ ია ანთაძის ამ სტატუსს „ფეისბუქში“ მწვავე კამათი მოჰყვა, რომელშიც ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, ასევე სხვა აქტიური ფბ-იუზერები მონაწილეობდნენ.