
დღეს, დაახლოებით საღამოს 8 საათისთვის „კარფურში“ განგაში და ევაკუაცია გამოცხადდა.
თვითმხილველთა თქმით, სავაჭრო ცენტრში მყოფ მომხმარებელს მოულოდნელად მოუწოდეს შენობა დატოვეთო.
თუმცა რამდენიმე წუთში ყველაფერი გამოსწორდა.
გაირკვა, რომ უსაფრთხოების სისტემაში ხარვეზი მოხდა და განგაშის ზარი შეცდომით ჩაირთო.