ფიზიკური პირების მიერ რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის რაოდენობა წლის განმავლობაში 41%-ითაა შემცირებული. ამის შესახებ ინტერფაქსი იტყობინება.
ბათუმსა და ფოთში შტორმმა და კოკისპირულმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას. ადგილობრივები ბათუმში ზოგან თავად, ზოგან კი საპატრულო პოლიციის დახმარებით უმკლავდებოდნენ სტიქიას.
ბათუმსა და ფოთში შსს-ს სამაშველო სამსახურების მიერ ჩატარებული სამუშაოების ამსახველ ვიდეომასალას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. ბათუმსა და ფოთში ამ დროისთვისაც წვიმს.
ბათუმსა და ფოთში შტორმმა და ქარმა, გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა მოსახლეობაში. დაიტბორა ბათუმის ცენტრალური ქუჩები, რკინიგზის სადგური, განსაკუთრებით რთული სიტუაცია იყო ჭაობის დასახლებაში. სახლების პირველი სართულები დაიტბორა ფოთშიც.
უკრაინელ რეჟისორს ოლეგ სენცოვს 20, ხოლო ალექსანდრე კოლჩენკოს 10 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა შეუფარდა ჩრდილოეთ კავკასიის საოლქო სამხედრო სასამართლომ, რომლის სხდომა დონის როსტოვში გაიმართა. სხდომა ღია იყო.
სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე აივენგო რიკაძემ ფინალი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ბათუმში, სანაპიროზე ოთხბალიანი შტორმია, რაც გადაუღებელი წვიმითაა გამოწვეული. ამის გარდა, დატბორილია ბათუმის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა, მოსახლეობა და სამაშველო სამსახურები ერთობლივად ეწინააღმდეგებიან სტიქიის შემოტევას. გადაუღებლად წვიმს ფოთშიც.
უკრაინული პორტალი stopfake.org, რომელიც რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გავრცელებულ ცრუ, შეგნებულად დამახინჯებულ ინფორმაციას ებრძვის, მორიგ სიცრუეს შიფრავს.
"ბათუმელები" ავრცელებს ვიდეომასალასა და ფოტოებს დატბორილი ბათუმიდან. აჭარის დედაქალაქში წვიმის გამო რთული ვითარებაა შექმნილი, სამაშველო სამსახურის დამატებითი ეკიპაჟები დასავლეთ საქართველოდან ბათუმისკენ მიემართებიან. მოსახლეობა სახლებში წყლის შევარდნის პრევენციას საკუთარი ძალებითაც ახდენს.
ვერძი: დღეს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში გაგიმართლებთ. წარმატება და კეთილდღეობა გარანტირებული გაქვთ. გააანალიზეთ თქვენი დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მეტად დამთმობი და დიპლომატიური უნდა იყოთ მათ მიმართ.