მარგველაშვილი 2010 წელს იმაზე, თუ ვინ მოხვდება ციხეში: "ასე ხდება სულ..." (ვიდეო)

საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან 2010 წელს, რადიო "თავისუფლებისთვის" ჩაწერილ ინტერვიუში ის ამბობს, რომ პოლიტიკოსები მიტინგზე ერთს იტყვიან, მეორეს კი გააკეთებენ და ციხეში ისინი მოხვდებიან, ვინც ხელისუფლების შეცვლამდე მიტინგზე დადიოდნენ.

>>>

DTM სერიის ავტორბოლის მონაწილე BMW -ს გუნდის კუთვნილი 1,5 ტონა პროდუქტი რუსეთის საზღვარზე გაანადგურეს

რუსეთში DTM სერიის ავტორბოლის მონაწილე BMW -ს გუნდს მოუწევს, კვების დროს ადგილობრივი პროდუციით დაკმაყოფილდეს. როგორც "ევროსპორტ.რუ" იტყობინება, გუნდის წევრებისთვის და სტუმრებისთვის განკუთვნილი კალორიული პროვიანტი ფსკოვის ოლქში, გამშვებ პუნქტთან "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლებმა დააკავეს და გაანადგურეს.

>>>

როგორ შეხვდა რუსეთი საქართველოში ნატო-საქართველოს ცენტრის გახსნას

ნატო-საქართველოს ცენტრის გახსნა თბილისში ოფიციალურმა მოსკოვმა შეაფასა, როგორც პროვოკაცია. ამის შესახებ განცხადება საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა. 

>>>

ენგურის ხიდის შუა ნაწილში ანტიოკუპაციური პლაკატი გააკრეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციულ საზღვართან, მდინარე ენგურის ცენტრალურ ხიდზე ახალგაზრდების ჯგუფმა ანტიოკუპაციური ტრაფარეტები გააკრა. 

>>>

ნატოს გენმდივანი "რუსთავი-2"-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციის დროს "რუსტავი-2"-თან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. 

>>>

თავდაცვის მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი თურქეთის ვერტმფრენების გადაფრენაზე ინფორმირებული არ აღმოჩნდნენ

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი არ აღმოჩნდნენ ინფორმირებული თურქეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფერენებისთვის აზერბაიჯენისკენ გადასაადგილებლად საჰაერო სივრცის გახსნის შესახებ. ხიდაშელმა და იმერლიშვილმა რუსული ვერტმფრენების გამოჩენის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას რუსეთის ქმედებას პროვოკაციული უწოდეს. 

>>>

საქართველოს საჰაერო სივრცე არა რუსეთის, არამედ თურქეთის ვერტმფრენებმა გადაკვეთეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. 

>>>

ლვოვი: კაპრალი კულჩიცკაია გენერალ კულჩიცკის საქმეს აგრძელებს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ლვოვში ახალი საპატრულო პოლიციის ამოქმედებასთან დაკავშირებით თავისი ემოციური სიტყვის შინაარსს „ფეისბუქზე“ აქვეყნებს. 

>>>

ორი კოლეგის დაცხრილვის შემდეგ, WDBJ-TV-ს ყოფილმა ჟურნალისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (ვიდეო)

ვესტერ ფლენეგანი -  WDBJ-TV-ს ყოფილი ჟურნალისტი, რომელმაც პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს ორი კოლეგა მოკლა და მომხდარი თავად გადაიღო, გარდაიცვალა. მან თვითმკვლელობა სცადა და მძიმედ დაიჭრა, მოგვიანებით კი, მას შემდეგ, რაც კლინიკაში გადაიყვანეს, გარდაიცვვალა.

>>>

"ქართული ოცნება" 60 დამოუკიდებელ ექსპერტზე კონკურსს აცხადებს - ფასი შეთანხმებით

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-მ დასაქმების სააგენტო Jobs.ge-ზე 60 ვაკანსია განათავსა "დამოუკიდებელი ექსპერტის" თანამდებობაზე. „აიპრესთან“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ვაკანსია "დამოუკიდებელი ექსპერტის" თანამდებობაზე ორთვენახევრიანია. ანაზღაურება კი შეთანხმებით.  

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?