უკრაინის სამედიცინო სისტემა მზად არ აღმოჩნდა კორონავირუსის მკურნალობისთვის, - ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
„ჯერ კიდევ შეგვიძლია მკაცრი ზომებით ინფექციის გავრცელების ლოკალიზება მოვახდინოთ. თუმცა, უნდა განვაცხადოთ, რომ უკრაინის სამედიცინო სისტემა მზად არ აღმოჩნდა კორონავირუსის მკურნალობისთვის. უკვე შეუძლებელია სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ პირბადეებითა და დეზინფექტორებით“, - განაცხადა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა.