
რუსეთის მთავრობის აპარატის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც გამოცემა Meduza წერს, ამის შესახებ მათ მთავრობასთან დაახლოებული პირისგან გაიგეს, ინფორმაცია კი შემდეგ მთავრობაში ერთ-ერთმა წყარომ დაადასტურა.
"ინფიცირებულის ყველა კონტაქტი შეამოწმეს", — ამბობს წყარო. ამავე დროს, მთავრობასთან დაახლოებული პირი Meduza-ს ეუბნება, რომ ზუსტი დიაგნოზი ჯერ ცნობილი არაა და ეს მხოლოდ ეჭვებია.