18 წლის თინათინ ბაბლუანი "მის პლანეტა 2015"-ის მფლობელი გახდა. კონკურსი თბილისში ჩატარდა და მასში შვედეთის, უკრაინის, რუსეთის, პორტუგალიის, ბულგარეთისა და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ხმები იმის შესახებ, რომ 68 წლის მომღერალმა სოფია როტარუმ გააუქმა რუსეთში დაგეგმილი კონცერტები, დადასტურდა. მომღერლის დამ და ყოფილმა საკონცერტო დირექტორმა განაცხადეს, რომ როტარუს არ სურს სცენაზე გამოვიდეს მაშინ, როცა მის ქვეყანაში ისვრიან და ხალხი იღუპება.
რეპერი, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "ურთიერთობას აახლებს" და მსმენელს მისი შემოქმედების სხვა გამოვლინებასაც ჰპირდება.
პოპულარულმა რუსმა მომღერალმა ზემფირამ, რომელიც თბილისში გამართულ ფესტივალში მონაწილეობდა, სცენაზე უკრაინის სახელმწიფო დროშა ააფრიალა, შემდეგ კი მიკროფონზე დამაგრებული დროშით სიმღერა შეასრულა, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვა.
30 ივნისს ტვ „იმედის“ პროექტის „ერთი ერთში“ გამარჯვებული თაკო გაჩეჩილაძის მიერ განსახიერებული კონჩიტა გახდა. ჟიურისა და მაყურებლის შეფასებები განსხვავებული აღმოჩნდა.
ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მომღერალ ეკა კვალიაშვილის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, თითქოს მისი მკურნალობა არ დაფინანსდა, უსაფუძვლო და გაუგებარია.
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო თავისუფალ ფესტივალზე ქართული ფილმი "Dream" მონაწილეობს. ეს ერთადერთი ქართული ფილმია ამ ფესტივალზე, რომელსაც ცნობილი ავსტრალიური სტუდია RØDE ატარებს. ქართული ფილმის მხარდაჭერა "ფეისბუქზე" ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ევროპული ტურნის ფარგლებში ამსტერდამში გამართული კონცერტის დროს ლეგენდარულმა პოლ მაკარტნიმ სცენაზე ქართველ ფანებს უხმო: "სცენაზე არიან ჩვენი მეგობრები საქართველოდან!", - წარადგინა ისინი მომღერალმა.
ეპატაჟურმა მომღერალმა მაილი საირუსმა ჟურნალ V Magazine - სთვის მეგობარს ტომას ჩეინის სექსუალური ფოტოსესია "პოლაროიდით" გადააღებინა.