
რეპერი, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "ურთიერთობას აახლებს" და მსმენელს მისი შემოქმედების სხვა გამოვლინებასაც ჰპირდება.
„ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მონატრებული გულით, მინდა ჩვენი ურთიერთობა განვაახლო ორი ქართული სიმღერით. პირველი ამერიკაში წასვლის წინ დავწერე, მეორე კი ჩამოსვლისას. შემდეგი კვირიდან შემოგთავაზებთ თქვენგან ძალიან შორს, მაგრამ თქვენი მხარდაჭერის და სიყვარულის მუდმივი შეგრძნებით გადაღებულ ახალ ვიდეო კლიპებს, ჩაწერილ დუეტებსა და სიმღერებს“, - წერს ბერა.