ზემფირამ Tbilisi Open Air 2015-ზე უკრაინის დროშით იმღერა (ვიდეო)
2015-07-04 07:37
პოპულარულმა რუსმა მომღერალმა ზემფირამ, რომელიც თბილისში გამართულ ფესტივალში მონაწილეობდა, სცენაზე უკრაინის სახელმწიფო დროშა ააფრიალა, შემდეგ კი მიკროფონზე დამაგრებული დროშით სიმღერა შეასრულა, რასაც აპლოდისმენტები მოჰყვა.