
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო თავისუფალ ფესტივალზე ქართული ფილმი "Dream" მონაწილეობს. ეს ერთადერთი ქართული ფილმია ამ ფესტივალზე, რომელსაც ცნობილი ავსტრალიური სტუდია RØDE ატარებს. ქართული ფილმის მხარდაჭერა "ფეისბუქზე" ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მხარდაჭერის პრინციპი მარტივია: გადავდივართ ამ ბმულზე, ვიდეოს ფანჯრის ქვეშ, მარჯვენა კუთხეში ვირჩევთ ღილაკს VOTE, ვირჩევთ "ფეისბუქის" ან "გუგლ+"-ის მეშვეობით ხმის მიცემას და ვეთანხმებით აპლიკაციის გამოყენებას, რის შემდეგაც იგივე ბმულზე ჩნდება წარწერა VOTED, რაც ნიშნავს, რომ ხმის მიცემის პროცესი წარმატებით დასრულდა.