
18 წლის თინათინ ბაბლუანი "მის პლანეტა 2015"-ის მფლობელი გახდა. კონკურსი თბილისში ჩატარდა და მასში შვედეთის, უკრაინის, რუსეთის, პორტუგალიის, ბულგარეთისა და საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ვიცე "მის პლანეტა" შვედი გოგონა გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია კონკურსში მონაწილეობით. მისივე თქმით, ქართველი გოგონა მართლაც გამორჩეული და საუკეთესო იყო.
თავად თინათინ ბაბლუანი ამბობს, რომ დიდხანს ემზადებოდა ამ კონკურსისთვის. მისთვის სცენაზე გასვლა და გამარჯვება ახალი ხილი არ არის - თინათინი ადრე "მის თინეიჯერის" და "ვიცე მის ევროპის ტიტულის მფლობელიცაა.