საქართველოს პარლამენტი, 17 სექტემბერი, განიხილება ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საკითხზე კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხი.
კომპანია "ბიობიოს" საფირმო მაღაზიაში ნაყიდი ქათმის ფილეში მომხმარებელმა მცირე ზომის მატლები აღმოაჩინა და ამის შესახებ "ფეისბუქზე" დაწერა, აღწერას კი ფოტოც დაურთო.
მძლავრი აფეთქება მოხდა ქაბულის ცენტრში 16 სექტემბერს. ამის შესახებ "ფრანს პრესი" იუწყება. აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.
თბილისში, სანზონაში, ძმები გარიშვილების (ყოფილი ბარამიძის) ქუჩაზე, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის უკან, ფარეხებთან ლუდის სმის გამო საპატრულო პოლიციამ 6 მამაკაცი დააჯარიმა.
პირველ ოქტომბერს წალენჯიხის სოფელ ეწერში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ დღის ცენტრი“ გაიხსნება,სადაც 15 უნარშეზღუდული ბავშვი იქნება გაწევრიანებული.
მარიუპოლთან ბატალიონ "აზოვის" მებრძოლებმა რუსი ტერორისტების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი გააუვნებელყვეს. მათ 20 ტერორისტი მოკლეს, 11 კი ტყვედ აიყვანეს. თავად "აზოვს" დანაკარგი არა აქვს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ერაყში მოლაპარაკებების გასამართად სატრანსპორტო თვითმფრინავით გაფრინდა.
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს "ქორთიარდში" გადაღებულ ფოტოს, სადაც აღბეჭდილია "რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის" ლიდერის ვლადიმირ ხომერიკისა და ყოფილი დეპუტატის, ნიკა კვეზერელის შეხვედრა.
ხანძარი მთაწმინდის ტყის მასივში, რომელიც დაახლოებით ორმოცი წუთის წინ გახდა შესამჩნევი, ლოკალიზებულია. ხანძრის კერას 8 სახანძრო ბრიგადა და ტყეში შესული მეხანძრეები ებრძოდნენ.
თბილისში ვლადიმირ პუტინის "მოხსენიებით" მოძრავ ავტომანქანებს კიდევ ერთი შეემეტა - ამ მანქანით "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ხელმძღვანელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე და რუსეთის იმპერიასთან ცნობილი მებრძოლი პატრიოტის - თამაზ ნადარეიშვილის ქალიშვილი ანი ნადარეიშვილი გადაადგილდება.