-
2020-03-30 22:20
ბათუმში მერვე ინფიცირებული ინფექციური საავადმყოფოს ექთანია. მას უშუალო შეხება ჰქონდა ინფიცირებულებთან და სავარაუდოდ ვირუსი დაავადებული პაციენტისგან გადაედო.
ინფორმაცია Imedinews-ს კლინიკის თანამშრომელმა დაუდასტურა.
მედიკოსმა კლინიკას მაღალი ტემპერატურით გუშინ მიმართა და დღეს კორონავირუსი ლაბორატორიულად დაიდასტურდა. ოჯახის წევრები იზოლაციაშია, ცნობილია მისი კონტაქტები კლინიკაში და ეპიდსიტუაციას სპეციალისტები სწავლობენ.
წყარო:იმედინიუსი
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2015-09-21 04:57
-
2015-04-17 23:47
-
2015-03-27 15:40
-
2015-02-23 01:38