
ირინა სარიშვილი: „რა დროს ნაცი და ქოცია? ვერ ხედავთ, რა ხდება?!“
- 2015-07-13 10:13
ირინა სარიშვილი „ფეისბუქის“ საშუალებით მათ მიმართავს, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია, ენდოს თუ არა მას. სარიშვილი წერს, რომ როგორც ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი, თავადაც ხან უშვებს შეცდომებს და ხან არა, მაგრამ ფუნდამენტურ საკითხებზე ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია.