ირინა სარიშვილი: „რა დროს ნაცი და ქოცია? ვერ ხედავთ, რა ხდება?!“

Image

ირინა სარიშვილი „ფეისბუქის“ საშუალებით მათ მიმართავს, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გაურკვევია, ენდოს თუ არა მას. სარიშვილი წერს, რომ როგორც ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი, თავადაც ხან უშვებს შეცდომებს და ხან არა, მაგრამ ფუნდამენტურ საკითხებზე ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია.

 

„...უკანასკნელად მოგმართავთ მათ, ვისაც ვერ გაგირკვევიათ, მე მენდოთ თუ არა, მეტს ამას აღარ გავაკეთებ, აღარც დრო მაქვს და ვეღარც აზრს ვხედავ დაუსრულებლად ამაზე საუბარში:

 

მე, ყველგან და ყველაფერში შეუმცდარი უმწიკვლოებისგან განსხვავებით, ჯანმრთელი ადამიანი ვარ და ხან ვუშვებ შეცდომებს, ხან არა...

 

ურთიერთობებში ბოლომდე მართალი და ბოლომდე მტყუანი მხარეები არ არსებობს. 
ჯანმრთელი ადამიანების ურთიერთობებს ვგულისხმობ და არა დედამიწაზე მოსიარულე წმინდანების.

 

ვისაც დღეს არ ესმის, რომ ამ უმძიმეს დროში ფუნდამენტურ საკითხებზე ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი ურთიერთსიყვარული თუ სიძულვილი, იმას ან ლოგიკასთან აქვს პრობლემები, ან არც მეტი არც ნაკლები, პროვოკატორია. 
ასეთ ადამიანებს მე პასუხს არ გავცემ, უბრალოდ ვაფრთხილებ: 

 

ნებისმიერი მცდელობა, ხელი შეუშალოთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ხალხის გაერთიანებას, ხელს უწყობს რუსეთთან გარიგებულ ძალებს, რომ ხელისუფლებასთან ერთად საზოგადოებრივი აზრიც რუსეთის მოკავშირეობის სასარგებლოდ ჩამოყალიბდეს!

 

ეს გესმით ყველაზე და ყველაფერზე მაღლა მდგომო მართლებო?! 
ხოდა თუ გესმით, გაჩუმდით მაინც! 
თუ არ გესმით, მაინც გაჩუმდით! ცოტა ხნით მაინც! მერე რომ არ შეგრცხვეთ, თუ ამის უნარი საერთოდ დაგრჩათ!

 

რა დროს ნაცი და ქოცია?!!!!!!! 
ვერ ხედავთ, რა ხდება?!!!!!!!!!!!!

 

ამაზე მეტ პასუხს ჩემგან ვეღარ მიიღებთ. მორჩა!“, - წერს სარიშვილი. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !