შემთხვევა ციხეში: ავტოავარია ნარჩემაშვილის მინისტრობის დროს

2003 წელს რუსთავის მაშინდელ მეორე სასჯელაღსრულების (ახლანდელი მე-17) დაწესებულებაში მომხდარ კურიოზულ და ტრაგიკულ შემთხვევებს, როგორც ბაჩო ახალაიას მიერ სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებულ რეფორმამდელ პერიოდს იხსენებს ლევან თორია. 

>>>

გია ნოდია: უნდა შეიგნონ, რომ მესია არ მოვა

პოლიტოლოგი გია ნოდია აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ივნისის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ეხმიანება და ძირითად ყურადღებას იმ ამომრჩეველზე ამახვილებს, ვისაც არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე.

>>>

ვის მისცემს ხმას, გადაწყვეტილი აქვს 38%-ს, არ გადაუწყვეტია - 57%-ს

იმ ამომრჩეველ6თა რიცხვი, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომელ პარტიას მისცემს ხმას ოქტომბრის არჩევნებში, NDI-ს წინა კვლევასთან შედარებით 10 ერთეულითაა გაზრდილი და 38%-ს შეადგენს. გადაუწყვეტელი არჩევანის მქონეთა რიცხვი თითქმის უცვლელია. ვის მისცემს ხმას, ჯერ არ გადაუწყვეტია 57%-ს. 

>>>

ყავა "ამრა" წარწერით "დამზადებულია აფხაზეთში"

ყავა, შეფუთვის პაკეტზე წარწერით "დამზადებულია აფხაზეთში" ოკუპირებული აფხაზეთის გარდა, ზუგდიდში, ცენტრალურ სუპერმარკეტში, საბითუმო შესყიდვის დახლებზეც იყიდება, - ამის შესახებ "აფხაზეთის ხმას" ზუგდიდიდან აცნობეს.

>>>

ანა დოლიძე: "გადაწყვეტილება ნაჩქარევად და დახურულ კარს მიღმა მიიღეს"

სტრასბურგში მოსამართლედ ხელისუფლების მიერ ევა გოცირიძის წარდგენასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს კონკურსის ფინალისტი ანა დოლიძე, რომელმაც კომისიის მხრიდან ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, ამჟამად კი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად მუშაობს. მისი თქმით, საზოგადოება ელოდება პასუხს, რა კრიტერიუმებით შეირჩა ევა გოცირიძე ამ პოზიციაზე ნაჩქარევად და გაუმჭვირვალედ. 

>>>

"აღიარე შეცდომები!"; "ეცადე, გააერთიანო, ერთობით ყველაფერი მარტივია" - 10 რჩევა შვილებისთვის

"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული სტატუსში (მან სტატუსის გამოქვეყნების ნება დაგვრთო, თუმცა, ჯერჯერობით, ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა), შვილებისთვის განკუთვნილი 10 რჩევაა ჩამოყალიბებული. მსგავსი პრაქტიკა ცნობილია და მას "ათი მცნება შვილებისთვის" სახელწოდებით ვიცნობთ. 

>>>

სააკაშვილი "ოცნების" ახალ სიაზე: "დავრწმუნდი, რომ ეს ჯგუფი შარშანდელი თოვლივით გაქრება"

“ოცნების” ამ ცარიელი სიის შემხედვარე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ, ეს პოლიტიკური ჯგუფი გაქრება, როგორც შარშანდელი თოვლი და ვეღარ დააბრკოლებს ქვეყნის წინსვლასა და აღმშენებლობას” - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" მიერ ახალი სახეების წარდგენას. 

>>>

ვაჩიანში დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული, 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს

სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის მკვლელობაში ბრალდებული 24 წლის ახალგაზრდაა და ის შსს-მ ცოტა ხნის წინ დააკავა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ სახლში ქურდობის მიზნით, ფანჯრიდან შევიდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა შენიშნეს, ისინი მოკლა და ხანძარი განგებ გააჩინა. ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი, სავარაუდოდ, ძილში, ხანძრის შედეგად გაიგუდა. 

>>>

მერსი სულხანიშვილი "ნიკორას" ინციდენტზე: "...პასუხად მივიღე "გაა*ვი!" და ეს ვიდეოზე არ ჩანს"

ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი სუპერმარკეტ "ნიკორაში" მომხდარ ინციდენტზე განმარტებას აკეთებს, მენეჯერს, საზოგადოებასა და მედიაჰოლდინგ "აფხაზეთის ხმას" ბოდიშს უხდის შექმნილი უხერხულობისთვის და აღწერს სრულ სურათს, რაც გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს.

>>>

ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი ჩაიშალა

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს დანიშნული რეფერენდუმი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩაიშალა. ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, რეფერენდუმზე ამომრჩეველთა მხოლოდ 1% გამოცხადდა. 

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !