
იმ ტაძარმა, სადაც სნაიპერის მიერ მოკლული 26 წლის ეთნიკური ბელორუსის მიხეილ ჟიზნევსკის ცხედარი იყო დასვენებული, გამოსამშვიდობებლად შესვლის მსურველები ვერ დაიტია, ევრომაიდანზე კი „სახალხო არმიის“ წევრის ცხედრის ჩამოტარებას 80.000 ადამიანი ელოდებოდა.
კიევის ევრომაიდანზე შეკრებილთა უმრავლესობა ტიროდა, ბევრს ხელში ბელორუსის დროშებიც ეჭირა. ევრომაიდნელებს ეჭირათ ასევე პლაკატები: „იანუკოვიჩი მკვლელია!“ და „ბერკუტი“ მკვლელია!“, ხოლო ბევრი სკანდირებდა: "დიდება გმირს!".