ამატორის ჰოკეის ლიგაში მონაწილე უკრაინულმა ჰოკეის გუნდმა „ბერკუტი2“ სახელი გადაირქვა და ეს „ბერკუტის“ მიერ კიევში გამოვლენილი სისასტიკის დასაგმობად გააკეთა.
ოფიციალური განცხადება, რომელსაც ხელს „ბერკუტი2“–ის წარმომადგენლები აწერენ, ამატორის ჰოკეის ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განთავსდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 25 იანვარს ყველა მატჩი კიევში დაღუპული დემონსტრანტების ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით დაიწყო.