
ლოს-ანჟელესში, amfAR Inspiration-ის მიერ მოწყობილ საქველმოქმედო ვახშამზე მისული მსოფლიოში ცნობილი მომღერლების ამალიდან ფოტორეპორტიორთა ყურადღება მაილი საირუსმა და რიანამ მიიქციეს.
ამ ვახშამზე მაგიდის დაჯავშნა 15-დან 200.000 აშშ დოლარამდე ღირს, შემოსავალი კი მთლიანად იხარჯება შიდსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ვახშამზე მისული იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან შერონ სტოუნი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, მილა იოვოვიჩი, გვინეტ პელტროუ და სხვები. საღამოს დიზაინერი ტომ ფორდი უძღვებოდა.