-
2014-10-31 02:13
24 წლის სტუდენტმა გოგონამ ჯინსის შარვალი და მაისური ჩაიცვა, ფარული კამერა მოაწყო და ნიუ-იორკის ქუჩებში გავიდა. მას უცნობი მამაკაცების რეაქცია აინტერესებდა. აღმოჩნდა, რომ ყოველი მეორე მამაკაცი მისი ყურადღების მიქცევას საკმაოდ დამამცირებელი ფორმით ცდილობდა.
მამაკაცები გოგონას ხვდებოდნენ შეძახილებით: "ეი, გოგონი, აბა როგორ ხარ?"; "ოო, რა სექსი ხარ!"... ზოგი დაუსტვენდა ხოლმე მის დანახვაზე, ზოგი შეძახილებით აცილებდა, ზოგი კი აეკიდა და ეკითხებოდა: "რატომ არ გინდა გამომელაპარაკო? რა, მახინჯი ვარ?"
24 წლის მის რობერტსი ამბობს, რომ ყველა, ასე თუ ისე მოწესრიგებული და მიმზიდველი ქალი მამაკაცების მხრიდან ამგვარი გარყვნილი ყურადღების ობიექტი ყოველდღე ხდება: "ჩვენ არ ვეგუებით გარყვნილებას ოჯახში, სკოლებში, სხვადასხვა დაწესებულებებში. მაშ, რატომღა უნდა შევეგუოთ მას ქუჩაში?" - კითხულობს ის.