
კიევში, გოლოსეევსკის რაიონში მილიციელი თავში გასროლით მოკლეს. ინფორმაციას და შესაბამის განცხადებას უკრაინის შსს ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, თავში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობისგან გარდაცვლილი მილიციელის ცხედარი მშენებლებმა აღმოაჩინეს, მანამდე კი გასროლის ხმა გაიგონეს.
მათი თქმით, როცა იქ მიირბინეს, საიდანაც გასროლა ისმოდა, დაინახეს ორი მამაკაცი, რომელიც გარბოდა, ხოლო მესამე, ქუჩაში ეგდო.
შსს–ს ცნობით, მოკლული მილიციელი 27 წლის იყო. ის შინ ბრუნდებოდა შვებულებით – ტაბელური იარაღის გარეშე. ის იქვე ახლოს, „ბერკუტის“ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა.