
ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა პოლიტპატიმრების აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ორგანიზაციის ოფისთან. გამაფრთხილებელ აქციაზე პოლიტპატიმრები ყოფილი მმართველი პარტიის საქმიანობის აკრძალვასა და ყოფილი თანამდებობის გასამართლებას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებებს ნაციონალური მოძრაობის წევრები თავდაპირველად უსმენდნენ, მოგვიანებით კი მხარეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის წევრები აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ, ყოფილი პოლიტპატიმრები კი ნაციონალურ მოძრაობას პროვოკაციის მოწყობაში სდებენ ბრალს. ნაციონალური მოძრაობის ოფისთან საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს.
ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დაპირისპირებისას დაშავებული ჯიმშერ კურცხალიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯიმშერ კურცხალიძე საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და პოლიციის მესამე განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.