
სანამ „რუსთავი 2“-ის ეთერში „ნიჭიერის“ მეხუთე სეზონი გავა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეორგოლი, რომელიც უკრაინელი მონაწილის გამოსვლას ასახავს.
„სპეციალურად თქვენთვის, ჩვენი ინტერნეტმომხმარებლისთვის, „ნიჭიერის“ სამონტაჟოდან მოვიპარეთ ძალიან, ძალიან მაგარი ნომერი.
გვინდა თქვენ ნახოთ პირველებმა მანამ, სანამ ის ტელეეთერში გავა!
უყურეთ ჩვენი უკრაინელი კონკურსანტის უმაგრეს გამოსვლას ფილარმონიის სცენაზე!" - წერია „ფეისბუქის“ გვერდზე.