
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ცოტნე გამსახურდიამ ატვირთა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ატარებენ უცხოეთში რეანომობილს მზღოლები საცობის დროს.
"სანამ ჩემს კედელზე ვინმე დაიწყებდეს ბოდიალს საქართველოს "წილხვედრობაზე", რომ არავისგან არაფერი გვესწავლება, ძმააო, რომ როცა კოლუმბი ამერიკას დაეძებდა ჩვენ ასეთები და ისეთები ვიყავით, და მსგავსი ტექსტების წერას, ყველამ აუცილებლად ნახოს ეს ვიდეო. და მერე გაიაროს თბილისის ქუჩებში...
აი, მერე ვილაპარაკოთ! მე მოვრჩი", - დაწერა კომენტარში ცოტნე გამსახურდიამ.
როგორც სხვა ვიდეოში ჩანს, დაახლოებით იგივე ხდება მოსკოვის ქუჩებშიც.