-
2014-10-19 19:30
საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებიც ბაჩო ახალაიასა და სხვების სასამართლო პროცესზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას აპროტესტებდნენ, დააკავეს.
აქცია "ფეისბუქზე" დაანონსდა და მასში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აქციაზე იმყოფებოდა "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილიც. სავარაუდოდ, დაკავებულია ადვოკატი რომეო საჯაიაც.
პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე აქციის დარბევაზე წერს: "მხდალმა ჰაკიმმა მთელი პოლიცია შეყარა. აქციის მონაწილეები სასტიკად დაარბიეს. ბევრია დაკავებული. სავარაუდოდ, ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაიაც".







თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02