-
2014-10-18 23:36
16 წლის ანა შ. ექვსი თანატოლის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი სექტემბრის ბოლოს გახდა. შემთხვევა ნოვოსიბირსკში მოხდა. ანა შ. ბიჭებმა გააუპატიურეს და ფოტოები და ვიდეო ინტერნეტით გაავრცელეს.
გოგონამ ხანგრძლივი დუმილი დაარღვია და მომხდარი დეტალურად გაიხსენა. მისი თქმით, როცა ღამით გვიან დაბრუნების გამო საერთო საცხოვრებელში არ შეუშვეს, დადგა პრობლემის წინაშე, სად უნდა გაეთია ღამე (გოგონა კემეროველია). ამის შემდეგ ის თავის ნაცნობ და თანატოლ ბიჭს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა, ეს უკანასკნელიც დათანხმდა. ანა შ. ამბობს, რომ ბიჭი არ იყო მისი "ბოიფრენდი" და მას, ძირითადად, ინტერნეტით ეხმიანებოდა.
გოგონას თქმით, როცა ნაცნობმა ბიჭმა უთხრა, რომ ღამის გასათევი ადგილი მზად არის და მის მიერ დასახელებულ მისამართზე, სახლში მივიდა, იქ უკვე იმყოფებოდა სამი უცხო ბიჭი, რომლებსაც სუფრა ჰქონდათ გაშლილი. ანა შ. ამბობს, რომ მას მალე გინეკოლოგიური ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, ამიტომ ექიმისგან აკრძალული ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა, რის შესახებაც მისმა მეგობარმა ბიჭმა იცოდა.
"მე ვნერვიულობდი და დარდისგან დავლიე. იქ იყო ერთი მუტრუკი, ტაიკვანდოში ევროპის ჩემპიონი, რომელმაც სექსი შემომთავაზა. მე უარი ვუთხარი, მაგრამ სმა გავაგრძელე. შემდეგ კი, უკვე მთვრალი, მივედი საწოლთან და დავიძინე. გამომეღვიძა, როცა ტაიკვანდოს ჩემპიონმა ხელების ფათური დამიწყო. როცა წინააღმდეგობა გავუწიე, მან ჩემზე იძალადა. თავად იღებდნენ ვიდეოს და იქ კარგად ჩანს, რომ მე ზოგჯერ ვკარგავდი გონებას, ზოგჯერ კი ცნობიერება მიბრუნდებოდა და მათ ვეწინააღმდეგებოდი".
როგორც ცნობილია, გოგონაზე ექვსმა ბიჭმა იძალადა, მერე კი ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა. გაუაპტიურების შემდეგ ანა შ. სადარბაზოში ჩაიყვანეს, სადაც მასზე ძალადობა გააგრძელეს. რუსული მედია წერდა, რომ მოძალადეებმა ბოთლი, სანთებელა და სხვა მკვრივი საგნები სექსუალური შინაარსის ფიზიკური ზემოქმედებისთვის გამოიყენეს.
ფოტოვიდეომასალის გამოქვეყნებას დიდი რეზონანსი მოჰყვა. ნოვოსიბირსკში ადგილობრივმა ბიჭებმა შექმნეს რაზმი, რომელიც დამნაშავეთა გამოვლენას და სახალხოდ დასჯას აპირებდა, თუმცა, ამ რაზმის წევრებს პოლიციამ დაასწრო და მოძალადეები დააკავეს.
ანა შ. აცხადებს, რომ ბევრი რამ გაანალიზა და მიხვდა, რომ იმ დღეს თვითონაც დაუშვა შეცდომა, თუმცა, რატომ უნდა მოქცეოდნენ ასე, დღემდე არ ესმის. ანა შ. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს დღემდე გადის.